მდიდარი აფთარი და აფთრის მოდგმა – ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილზე და “ქართულ ოცნებაზე” საუბრობს

ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს, რომ გუშინ გვარამია-ბურჭულაძის ჩანაწერი, რომელიც რეპორტიორზე გავრცელდა, გვარამიამ ჩაწერა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ეხმაურება. ნიკა გვარამია, ივანიშვილს მდიდარ აფთრად მოიხსენიებს, ქართულ ოცნებას კი აფთრის მოდგმად.

გვარამია, ფიქრობს, რომ ქართული ოცნების მთავრობა ხალხს უსმენს, უთვალთვალებს და შემდეგ აქვეყნებს.

გვარამია თამარ ჩუგოშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ქართული ოცნების ახალმა წევრმა კურიერში საუბრისას გააკეთა. ჩუგოშვილმა გვარამია ბურჭულაძის ჩანაწერსა და ჰილარი კლინტონის სკანდალურ ჩანაწერს შორის პარალელები გაავლო.

“ვიდრე ქართული ოცნების რეალური სახის კომენტირებას დავიწყებ, უნდა შევეხო აქ მყოფი მარიონეტის განცხადებებს, ქალბატონ ჩუგოშვილს ვგულისხმობ, ამ ადამიანმა დეგრადაცია განიცადა. ეს არის იმის ნათელი მაგალითი, რას უშვება ადამიანებს ბიძინა ივანიშვილი. ეს ქალბატონი ან არის უვიცი ან უსინდისო კომფრომისტი. შესაძლებელია ორივე ერთად. ჰილარი კლინტონის მიმოწერა გასჯაროვდა, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ის შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, თავისთავად ცხადია ამგვარი მიმოწერა გახდებოდა განხილვის საგანი. ამასთან როგორც შეიძლება პარალელი გაივლოს ჩემსა და პაატა ბურჭულაძეს შორის საუბარს. ჩვენ არ ვართ თანამდებობაზე, ეს იყო ჩვენი პირადი საუბარი. ჩუგოშვილის განცხადება და ქართული ოცნების წარმომადგენელების მიერ არის სრული ამორალურობა,”- ამბობს გვარამია.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი დრო დასჭრიდებათ, რომ პასუხები მივიღოთ – თამარ ჩუგოშვილი ფარულ ჩანაწერებზე
შემდეგი სტატიანოდარ ხადური ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა