სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი დრო დასჭრიდებათ, რომ პასუხები მივიღოთ – თამარ ჩუგოშვილი ფარულ ჩანაწერებზე

ქართული ოცნების წევრი თამარ ჩუგოშვილი გუშინ ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით, კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს და აცხადებს, რომ სხვისი პირადი კომუნიკაციის გავრცელება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

მისივე თქმით, თუ ვისგან გავრცელდა აღნიშნული ჩანაწერები, ამის დადგენა სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა.

„24 საათი არც ერთი დანაშაულის გამოსაძიებლად არ არის ადეკვატური დრო. სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი დრო დასჭრიდება იმისთვის, რომ პასუხები მივიღოთ. მეც თქვენთან ერთად ველოდები შედეგებს. მეც მაინტერესებს, საიდან აღმოჩნდა ეს ჩანაწერები საჯარო სივრცეში. გავრცელება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ფორმაა, თუმცა მგონია რომ თვითონ შინაარსიც ძალიან საინტერესოა,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ირაკლი ღირიბაშვილის და დავით უსუფაშვილის ურთიერთობას ეხებოდა და სადაც მან აღნიშნა, რომ უსუფაშვილის პრობლემები ჰქონდა ღარიბაშვილთან, თამარ ჩუგოშვილმა ამის შესახებ დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.

„მე ვმუშაობდი ორივე პრემიერმინისტრთან, მქონდა ძალიან წმინდა საქმიანი კომუნიკაცია და და ასეთივე საქმიანი კომუნიკაცია მქონდა დავით უსუფაშვილთან და მე არანაირი ტიპის დაძაბულობების შემსწრე მე პირადად არ ვყოფილვარ,“ – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილმა შეფასება გააკეთა ბოლო დროს, ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე.

„ნამდვილად არის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩვენი პოლიტიკური საჯარო შეხვედრების თუ სხვადასხვა ღონისძიებების დროს არეულობის შემქნა და განსაკუთრებით, კონტრდემონსტრაციები ან სხვა პარტიის წარმომადგენლის მისვლა, ჩვენს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ქმნის ძალიან არაჯანსაღ გარემოს, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს დაძაბულობაში,“ – განაცხდა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ისინი ერთპიროვნულ მმართველს ემორჩილებიან, როგორც ფეოდალს” – თამარ კორძაია ივანიშვილზე საუბრობს
შემდეგი სტატიამდიდარი აფთარი და აფთრის მოდგმა – ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილზე და “ქართულ ოცნებაზე” საუბრობს