მცხეთაში ქვიშით დატვირთული სატვირთო მანქანა ამობრუნდა

მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო მანქანა, რომელიც ქვიშით იყო დატვირთული, გზის სავალ ნაწილზე ამობრუნდა.

როგორც ცნობილი გახდა , სატვირთოს მძღოლი სამართალდამცავების მოთხოვნას არ ემორჩილებოდა, როცა მის დაჯარიმებას ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა და მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. აღნიშნული დანაშაული 1000-დან 4000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 15 დღის ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრომ აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
შემდეგი სტატია9 აპრილს დაიბადა საქართველო, 20 ივნისს გაირკვა, რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა – ლევან ბერძენიშვილი