9 აპრილს დაიბადა საქართველო, 20 ივნისს გაირკვა, რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა – ლევან ბერძენიშვილი

“9 აპრილს ეს ქვეყანა დაიბადა, 20 ივნისს გაირკვა, რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა” – ამ სიტყვებით მიმართა ლევან ბერძენიშვილმა აქციის მონაწილეებს, რომლებიც ორ კვირაზე მეტია, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. ბერძენიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 20 ივნისის მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, ამ დანაშაულს მთავრობას არ აპატიებენ.

“თანამედროვე საქართვლოს ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი დღეა. ერთი არის 9 აპრილი, როდესაც ეს ქვეყანა დაიბადა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, როდესაც მისი დამოუკიდებლობა გამოცხადდა, როდესაც მსოფლიო რუკაზე დამოუკიდებელი ფერი შეიძინა. ახლა არის მეორე უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში, 20 ივნისი, როდესაც გაირკვა რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა. ის დაიბადა იმისათვის, რომ მასში თქვენ, თავისუფალი ადამიანები ცხოვრობდეთ, რომელთაც უყვართ და დაიცავენ მის ღირსებას,“ – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, საქართველო არც ბიძინა ივანიშვილისაა და არც გიორგი გახარიასი. მისი თქმით, საქართველოს არ ეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის ღირსების გამოსულ ადამიანებს არბევს და თვალებს თხრის. მან მთავრობას უწიგნური უწოდა.

“ეს არ არის ივანიშვილის ქვეყანა, ეს არ არის გახარიას ქვეყანა. ეს არს სამარცხვინო პარლამენტარებისა და უწიგნური მინისტრების ქვეყანაა. ეს თქვენი ქვეყანაა, ეს ჩვენი ქვეყანაა, ეს რუსთაველის ქვეყანაა, ეს ბარათაშვილის ქვეყანაა… ბოროტებას ჩვენ ერთად ვეტყვით: წადი! წადი! წადი!“ – განაცხადა ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმცხეთაში ქვიშით დატვირთული სატვირთო მანქანა ამობრუნდა
შემდეგი სტატიაეს იყო თავისუფალი ადამიანების ამბოხი კონფორმიზმის წინააღმდეგ – ნინო გოგუაძე