,,მცდელობა, თითქოს ყველაფერი სააკაშვილის გარშემო ტრიალებს და ეს არის მთავარი თემა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაში, პოლიტიკური ფანდია”

ეტყობა, ვიტალი კლიჩკომ კარგად არ იცის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენი მძიმე მუხლით არის გასამართლებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის თქმით, საქართველოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თავისი პოზიცია აქვს.

„მცდელობა, თითქოს ყველაფერი სააკაშვილის გარშემო ტრიალებს და ეს არის მთავარი თემა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაში, მცდარია და რაღაც პოლიტიკური ფანდია, რომელიც უნდათ, ჩვენმა ოპონენტებმა გაათამაშონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს თავისი პარტიის „უდარის“ ხელმძღვანელობა შესთავაზა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის დელეგაციის საგანგებო ვიზიტი თბილისში – იურისტები ტრეფიკინგში ბრალდებული სუსლიაკის გათავისუფლებას და ბავშვების ექსტრადირებას ითხოვენ
შემდეგი სტატია„თუ წავალთ „უდარში“, ამ შემთხვევაში ამ პარტიის შეცვლა მოგვიწევს ფუნდამენტურად – სააკაშვილი ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე