მაჟორიტარ დეპუტატს საკუთარ კაბინეტში საკრებულოს წევრი შეუვარდა:-დაპირისპირება წალენჯიხაში( VIDEO)

“ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციაში ახალი დაპირისპირების კერა ღვივდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს თავად ამ ორგანიზაციის აქტივისტებმა აცნობეს. როგორც ისინი აცხადებენ საკრებულოს თავმჯდომარე და მის გუნდაში გადაბარგებული საკრებულოს წევრი კობა შანავა “ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის ხელმძღვანელს ბერდია კალანდიას უკვე ღიად უპირისპირდებიან და ნორმალური მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

“წალენჯიხაში არაფერი შეცვლილა და სუფევს სრული უკანონობა. წალენჯიხაში ისევ და ისევ ნაციონალური მმართველობაა, რასაც ვერაფრით ვერ შევეგუებით”-აცხადებს “ქართული ოცნების” აქტივისტი ქეთევან ჭანია.

იმავეს ამტკიცებს “ქართული ოცნების” აქტივისტი ნარგიზა ლემონჯავაც, რომელიც წალენჯიხის ორგანიზაციაში ახალი დაპირისპირების გაღვივებაში საკრებულოს წევრ კობა შანავას ადანაშაულებს. მისი განცხადებით კობა შანავა ბერდია კალანდიას მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ამ უკანასკნელმა შენიშნვა მისცა. საქმე ეხება წალენჯიხაში 19 აპრილს მომხდარ ინციდენტს, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი საკრებულოს წევრი წალენჯიხის მაჟორიტარ დეპუტატს ლევან ქარდავას საკუთარ კაბინეტში შეუვარდა და დაემუქრა. ნარგიზა ლემონჯავას განცხადებით სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით ბერდია კალანდიას შენიშნვა კობა შანავამ იუკადრისა და დაიგესლა.

“სწორედ ამ ფაქტზე შენიშნვის მიღების შემდეგ დაიგესლა საკრებულოს დეპუტატი შანავა და ღიად დაუპირისპირდა ბერდია კალანდიას. ჩვენ წალენჯიხის “ქართული ოცნების” აქტივისტები კბილებით დავიცავთ ბერდია კალანდიას ღირსებას, რადგან ის წალენჯიხაში ერთ-ერთი არაკორუმპირებული პირია. არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ პირად ამბიციებს გადააყოლოს ხალხის ინტერესი”-აცხადებს ნარგიზა ლემონჯავა.

“ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის აქტივისტები მიმართავენ “ქართული ოცნების” სათაო ოფისის ხელმძღვანელ პირებს, ასევე პრემიერ-მინიისტრს ბიძინა ივანიშვილს და სთხოვენ გამოიყოს სპეციალური ჯგუფი, რომელიც ადგილზე შეისწავლის წალენჯიხაში მიმდინარე პროცესებს. აქტივისტების დიდი სურვილია ეს მოხდეს მანამ, სანამ წალენჯიხაში სიტუაცია უმართავი გახდება.

 

https://youtu.be/p5H9inqdnHc

banner
წინა სტატიაში“ენერგეტიკის სამინისტრო თავისი პოზიციის გატანას ძალადობით ცდილობს”
შემდეგი სტატიაბერდია კალანდიამ პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა