„მათ უწევთ მუშაობა ისეთ გარემოში, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას” – „C.T. Park“-ი თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვას ითხოვს

დედაქალაქის მერის მიერ „C.T. Park“-თან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, კომპანიის ინსპექტორების მიმართ აგრესია გამძაფრდა, – ამის შესახებ „სითი პარკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია.

კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც მოუწოდებს თბილისის მერიას გააკეთონ მკაფიო განმარტება რათა „C.T. Park”-ის ინსპექტორებს საქმიანობა შეეძლოთ ისეთ გარემოში, რომელიც არ იქნება მათი უსაფრთხოების, პატივის და ღირსების შემლახველი. კომპანიის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ სამართალდამცველებისგან მხარდაჭერას მიიღებენ.

„საგრძნობლად იმატა აგრესიამ შპს „C.T. Park”-ის ინსპექტორების მიმართ, მათ უწევთ მუშაობა და საკუთარი უფლებამოსილების შესრულება ისეთ გარემოში, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას, მათ უწევთ შეურაცხყოფის ატანა.

მოვუწოდებთ თბილისის მერიას, რომ იმოქმედოს შესაბამისად, და გააკეთოს განცხადება, სადაც ხაზგასმული იქნება ის ფაქტი, რომ „C.T. Park“-ი უფლებამოსილებას ახორციელებს, როგორც აქამდე ახორციელებდნენ 10 აპრილამდე,“- განაცხადა კომპანიის ადვოკატმა ნანუკა ავალიანმა.

შესაბამისი მოწოდებით თბილისის მერმა საზოგადოებას უკვე მიმართა. კალაძე მოუწოდებს საზოგადოებას, მისცენ „C.T. Park”-ის ინსპექტორებს მუშაობის შესაძლებლობა.

banner
წინა სტატიაშიმოზარდების მკვლელობის საქმე – სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება
შემდეგი სტატიაგამოჩნდა ჩვენი ხელისუფლების კაპიტულანტური პოლიტიკა რუსეთისადმი – რომან გოცირიძე რეზოლუციის მიღების გაჭიანურებაზე საუბრობს