მოზარდების მკვლელობის საქმე – სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმე სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

შესაძლოა, მოწმეებს შორის იყვნენ ინციდენტში მონაწილე პირებიც.

ადვოკატების განცხადებით, ბრალდების მხარეს ექსპერტიზისთვის ნივთმტკიცებები ამ დრომდე არ გადაუცია.

დაცვის მხარის თქმით, საქმეში ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, მათ შორის ისიც თუ რამდენი დანა ფიგურირებდა ინციდენტში.

„ბრალდების მხარეს ჯერ კიდევ ჩვენთვის არ გადმოუცია დანები, ნივთმტკიცებები, რომელზეც უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა. დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ გადმოგვცემენ ამ მტკიცებულებებს და ჩვენი ექსპერტები დადებენ ექსპერტიზის დასკვნას, კონკრეტულ კითხვას გაეცემა პასუხი, თუ რამდენი დანით არის სხვადასხვა ჭრილობები მიყენებული“- ამბობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

banner
წინა სტატიაშივენეციის კომისია საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას დღეს წარადგენს
შემდეგი სტატია„მათ უწევთ მუშაობა ისეთ გარემოში, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას” – „C.T. Park“-ი თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვას ითხოვს