მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლობის პრეტენდენტია

საქართველოს 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა „მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს“ 50 საუკეთესო პრეტენდეტს შორის დასახელდა.

როგორც მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს საიტზეა აღნიშნული, საუკეთესო 50-ეული რამდენიმე ათას მასწავლებელს შორის შეირჩა.

ლადო აფხაზავას დახასიათების გრაფაში კი წერია, რომ ამ მასწავლებლის ძალისხმევითა და მეთოდებით სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში განათლების ხარისხი გაიზარდა.

„ამ დროისთვის ლადო აფხაზავას შეფარებული ყავს რვა მოსწავლე, რომლებმაც ოჯახური ძალადობის გამო მშობელთა სახლები დატოვეს. მან სკოლაში დაიწყო პროგრამა „დემოკრატიული რევოლუცია“ რომლიც მიმსგავსებულია სახელმწიფოს მართვასთან და ამით უფრო მეტი მოსწავლე ჩართო სასწავლო პროცესში. მისი სწავლის მეთოდებითა და მიდგომებით სკოლა უფრო ღია გახდა, გაუმჯობესდა კომუნიკაცია მოსწავლეებსა და სკოლის მასწავლებლებს შორის. ამით მოსწავლეებმა უფრო აქტიური როლი შეიძინეს სკოლაში. საკუთარი პროგრამა მან კიდევ 14 სხვა სკოლაში მიიტანა და განახორციელა, ეს ნიშნავს რომ ის ქვეყნის შიგნით მოგზაურობს და ეხმარება სხვა საჯარო სკოლებსაც კონსულტაციებით“, – აღნიშნულია მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს საიტზე.

banner
წინა სტატიაშიმარნეულის მერი თემურ აბაზოვი პატიმობიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაელექტროენერგიის მიმწოდებლის სტატუსი,ელექტროენერგიის მიწოდებას პირდაპირ მომხმარებლებისათვის უზრუნველყოფს