მარნეულის მერი თემურ აბაზოვი პატიმობიდან გაათავისუფლეს

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი პატიმობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დათო გუსეინოვი აბზოვის მეგობარი ავრცელებს.

დაახლოებით 7 თვის განმავლობაში თემურ აბაზოვი პატიმრობაში იმყოფებოდა.

ინფორმაცია რუსთვის საქალაქო სასამართლოში დაადასტურეს. როგორც სასამართლოში აცხადებენ თემურ აბაზოვს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმე თემურ აბაზოვის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო ხოლო ამავე საქმეზე, ა. ალახვერდიევის, ა.სულეიმანოვის და ე. გულიევის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1.1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით .

banner
წინა სტატიაშიარ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს ასჯერ „მოწყალე“, ვიდრე აშშ-ის ან რომელიმე ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი
შემდეგი სტატიამასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლობის პრეტენდენტია