მასწავლებელთა გლობალური დაჯილდოება დღეს გაიმართება, ფინალისტებს შორის არის ლადო აფხაზავა

დუბაიში დღეს მასწავლებლის გლობალური დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც საუკეთესო პედაგოგს გამოავლენენ.

გამარჯვებული პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
ხუთ ფინალისტს შორის არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა.

„გლობალ თიჩერ 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა გუშინ „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ფინალურ დაჯილდოებაზე ლადო აფხაზავას საგულშემატკივროდ დუბაიში ჩავიდა.

banner
წინა სტატიაშიდღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარეს აირჩევს
შემდეგი სტატიაგემიდან, რომელიც ნორვეგიის ნაპირებთან იძირება, ხალხის ევაკუაცია მიდის (ფოტო)