დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარეს აირჩევს

24 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გაიმართება. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას უყრიან კენჭს.

ენმ-ს თავმჯდომარის პოსტზე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ვიდეო-მიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ვაშაძის კანდიდატურას უჭერს მხარს.

პარტიაში აცხადებენ, რომ გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის ირგვლივ მსჯელობა პარტიაში კარგა ხანია მიმდინარეობდა.

„გრიგოლ ვაშაძემ დაამტკიცა, რომ ის არის სერიოზული პოლიტიკური ლიდერი. მან ორ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ერთი ქუთაისში, როდესაც გაყალბებული არჩევნების პირობებში იგი გავიდა მეორე ტურში და მეორე – მან აჩვენა ბრწყინვალე შედეგი საპრეზიდენტო არჩევნებში, როდესაც პირველ ტურში ფაქტობრივად დაამარცხა სახელისუფლებო კანდიდატი. მეორე ტური კი, არ იყო არჩევნები, ეს იყო გაყალბებული საარჩევნო პროცესი, რომლის შედეგი დღეს არის არასამართლიანი არჩევნებით მიღებული პრეზიდენტი. ვაშაძემ გამოავლინა ბრძოლისუნარიანობა, ხალხთან ურთიერთობის უნარი. ამიტომ, თუ ის იყო მაღალი რანგის დიპლომატი, დღეს გრიგოლ ვაშაძე გვევლინება მაღალი რანგის პოლიტიკოსად. ბუნებრივმა პოლიტიკურმა პროცესმა პარტიაში წარმოშვა ახალი ლიდერი, ჩვენ მივესალმებით ყრილობაზე მის არჩევას“, – განაცხადა პარტის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში24 მარტს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ესტუმრება
შემდეგი სტატიამასწავლებელთა გლობალური დაჯილდოება დღეს გაიმართება, ფინალისტებს შორის არის ლადო აფხაზავა