“მასტერა”: არც მე და არც ჩემს დანაყოფს არანაირ ძალისმიერ ოპერაციაშია რ მიგვიღია მონაწილეობა

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გია დგებუაძე, იგივე “მასტერა” უარყოფს მისი და მისი დანაყოფის ძალისმიერ ოპერაციაში მონაწილეობას. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმიდნარე სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ბრალდება სიცრუეზეა აგებული და არა უტყუარ მტკიცებულებებზე. საქალაქო სასამართლოში ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე განიხილება, რომელიც 2006 წელს ჩატარდა:
“ჩემთვის, ცხადია, რაზეა აგებული ბრალდების სტრატეგია. ცოტა სიმართლისა და ბევრი ტყუილის გარევით ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ სასამართლო და ჩემი პიროვნება გამოიყვანონ ისეთად, რომ ნებისმიერ დანაშაულზე ვარ წამსვლელი. მე არანაირად არ ვარ წინააღმდეგი სახელმწიფოსთან თანამშრომლობის, გარდა ერთისა, როცა საქმე გვაქვს სიცრუესთან და ტყუილთან. არანაირ ძალისმიერ ოპერაციაში და არანაირ დაკავებაში არ მიმიღია მონაწილეობა არც მე და არც ჩემს დანაყოფს, იმიტომ რომ ეს არ გვქონდა დავალებული.
მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს პროკურატურა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კონიუნქტურის გამო იძულებულია წარმოაჩინოს საქმის არა რეალური ვითარება, არამედ საკუთარი ინტერპრეტაცია, სკანდალური სახე მისცეს მას და გამოიყენოს ისეთი ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო საზოგადოებისთვის მიუღებლები არიან. ეს იყო ორდინალური სპეცოპერაცია, რომელიც დამთავრდა ტრაგიკულად და ამის გამოყენება სხვა მიზნებისთვის, თუნდაც პოლიტიკური თუ სუბიექტური მიზნებისთვის დაუშვებლად მიმაჩნია”, – განაცხადა გია დგებუაძემ სასამართლო პროცესზე.

banner
წინა სტატიაშირუსეთი და თურქეთი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება” მწუხარებას გამოთქვამს სულხან მოლაშვილის გარდაცვალების გამო