„ქართული ოცნება” მწუხარებას გამოთქვამს სულხან მოლაშვილის გარდაცვალების გამო

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მწუხარებას გამოთქვამს სულხან მოლაშვილის გარდაცვალების გამო და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ სულხან მოლაშვილის გარდაცვალების გამო. სამწუხაროა, რომ გამოგვაკლდა კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავისი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი სიმართლისთვის ბრძოლას შეალია. მისი გარდაცვალებით ქვეყანამ საზოგადოების ღირსეული წევრი დაკარგა. თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც სულხან მოლაშვილს ღირსებისა და სიმართლისთვის ბრძოლაში წლების განმავლობაში გვერდით ედგა და ამხნევებდა”,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

სულხან მოლაშვილი დღეს 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაში“მასტერა”: არც მე და არც ჩემს დანაყოფს არანაირ ძალისმიერ ოპერაციაშია რ მიგვიღია მონაწილეობა
შემდეგი სტატიასაჯარო მოხელეებისათვის ტრენინგი ჩატარდა