მაშველები ტყიბულის შახტიდან ცხედრების გამოსაყვანად მუშაობენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ტყიბულში, მინდელის შახტის სამთო მაშველებთან ერთად, ცხედრების გამოსაყვანად მუშაობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან იმერეთის სამხარეო სამაშველო ჯგუფები, ასევე, თბილისის სამაშველო ბაზიდან ტყიბულში უკვე გაემართა სამთო მაშველების 14-კაციანი ჯგუფი.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სრულად მობილიზებულია, რათა უმოკლეს დროში მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველოს ხელმძღვანელი პირები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაცია – პრემიერ-მინისტრი ტყიბულში განვითარებულ მოვლენებსა და დაშავებულთა ჯანმრთელობაზე ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში იღებს
შემდეგი სტატიამერაბიშვილის საქმეზე სტასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მთავრობამ 5 ათასი ევრო გამოყო