“მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა“ – კალაძე

“მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა“- განაცხადა თბილისის მერმა ქუთაისის საკრებულოს წევრ ნანა კოსტავას სიძულვილის შემცველი განცხადებების კომენტირებისას:

„ძალიან მძიმე იყო ნანა კოსტავას განცხადება. ასეთი განცხადებები მისაღები არავისთვის არ არის. საღად მოაზროვნე ადამიანი ამას ნორმალურად არ აღიქვამს და არ მიიღებს. ზოგადად, სიძულვილის ენა სერიოზული პრობლემაა და პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას, ხალხს დავანახოთ, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამ ადამიანის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის მიუღებელია და მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობიდან დღეს გადააყენეს, თუმცა ის დეპუტატად რჩება.

banner
წინა სტატიაშისოფო კილაძე : ქუთაისის საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას განცხადება დასაგმობია
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: საქართველო მზადაა, გააგრძელოს წვლილის შეტანა აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებაში