მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიაში ხანძარია

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიაში ხანძარია. ,,თაიმერის” ინფორმაციით, ცეცხლი ჯერ ბალახს შემდეგ კი ოდას სახლს ე.წ “ქუხნას” მოედო.  დამწვარია დამხმარე ნაგებობებიც. ადგილობრვების ინფორმაციით, ცეცხლის საცხოვრებელ სახლეზე გადასვლის საშიშროება არსებობდა, თუმცა ადგილობრივებმა სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ცეცხლი დროულად ჩააქრეს. მიმდინარეობს ხანძრის კერების ლიკვიდაცია.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო 11 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა .

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი მაგისტრალური ხაზი და სარეზერვო აუზები ეწყობა
შემდეგი სტატიაბათუმში, ახალ ელექტროავტობუსებში ​მგზავრთა თერმოსკრინინგი განხორციელდება