მარტვილის მე-2 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

აზა ადამიას სახელობის მარტვილის მე-2 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია “თაიმერს” მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, როზა ჯანაშიამ დაუდასტურა.

მისივე განცხადებით, მე-2 საჯარო სკოლაში კორონავირუსი ოთხ მოსწავლესა და ორ მასწავლებელს დაუდასტურდა.

როგორც მარტვილის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, 7 აპრილს მარტვილში კორონავირუსით ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათივე თქმით, მარტვილში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გართულებული და საყურადღებოა.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიშსს-მ წყნეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიასაპატრიარქოში დღეს მღვდელმთავართა კრება გაიმართება