მორიგი საპროტესტო აქცია მარტვილის კანიონზე

kanioniდღეს მარტვილის კანიონზე ისევ გაიმართა საპროტესტო აქცია. აქციის ორგანიზატორები არასამთავრობოთა კოალიციაა. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის მამისა ჯაფარაშვილის თქმით, ისინი აპროტესტებენ არა მარტო იმას რომ ადგილობრივები არ შეუშვეს კანიონზე, არამედ იმასაც რომ დაცულ ტერტორიაზე მიმდინარეობს ბზის გაჩეხვა.

“ინფრასტუქტურული  მშენებლობა, რომელიც კანიონზე მიმდინარეობს მთლიანად ცვლის ლანშაფტს. ამასთანავე  მდინარე “აბაშაში” ფეკალაური მასები ჩაედინება,რაც მდინირის სრულ დაბინძურებას იწვევს- აცხადებს მამისა ჯაფარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მარტვილის რაიონის მოსახლეობას კანიონში ტურისტების ნავებით გადაადგილების უფლება ჩამოართვეს, რომელიც მოსახლეობისათვის შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით,ხვალ  მარტვილში ფართომასშტაბური საპროტესტო აქციაა დაანონსებული.

banner
წინა სტატიაშიგლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ
შემდეგი სტატიაიანუკოვიჩის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს