მარტინ შულცმა ახალი წლიდან გადადგომაზე განცხადება გააკეთა

shulciევროპარლამენტის თავმჯდომარემ, მარტინ შულცმა განაცხადა, რომ 2017 წლის იანვრიდან თავის პოსტს დატოვებს და მესამე ვადით არ იყრის კენჭს. მისი თქმით, ეს მისთვის იოლი გადასაწყვეტი არ ყოფილა.
შულცმა აღნიშნა, რომ ის გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას უხელმძღვანელებს.
ადრე, შულცის გადაწყვეტილების შესახებ, თანამდებობის დატოვებაზე, რამდენიმე გერმანულმა მედიამ გაავრცელა. პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შულცი, შესაძლებელია, ანგელა მერკელის მთავარი ოპონენტი გახდეს გერმანიის კანცლერის პოსტზე.

banner
წინა სტატიაშიიზორია ხოშტარიას: შენ ნუ განმისაზღვრავ როგორ გიპასუხო, ბრიუსელში საკეკლუცოდ ვერ წავიდოდი
შემდეგი სტატია„თბილისის მიკროავტობუსში“ არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მგზავრობა შესაძლოა, გაძვირდეს