იზორია ხოშტარიას: შენ ნუ განმისაზღვრავ როგორ გიპასუხო, ბრიუსელში საკეკლუცოდ ვერ წავიდოდი

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ლევან იზორიას განცხადებით, ოქტომბერში, ბრიუსელში ჩატარებულ ნატო-ს მინისტერიალზე მისი ყოფნა მხოლოდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული და კონკრეტულ შედეგს არ მოიტანდა.

როგორც იზორიამ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ელენე ხოშტარიას მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ბრიუსელში „საკეკლუცოდ და მეტიჩრობისთვის“ არ წავიდოდა.

„მანამდე, ერთი თვით ადრე, შესაძლებლობა გვქონდა ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში, თბილისში შევხვდეროდით ნატო-ს გენერალურ მდივანს. ბუნებრივია, გახნილული იქნა მინისტერიალის თემებიც. შევთანხმდით, რომ შედგება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. მანამდე, ნატო-ც, რუმინეთიც, რომელიც იანვარში მთავრობას დააკომპლექტებს, უკეთესად ჩამოყალიბდება ჩვენი თანამონაწილეობის საკითხზე. ეს საკითხი თებერვალში იქნება განხილული. მე საკეკლუცოდ და მეტიჩრობისთვის ვერ წავიდოდი. იქ ჩემი ჩასვლა, უბრალოდ მოსმენა და ჩამოსვლა, მხოლოდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული“, – განაცხადა იზორიამ.

ელენე ხოშტარია სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დაინტერესდა, თუ რატომ არ შედგა აქამდე თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გუგავა: ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მორიგი დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატიამარტინ შულცმა ახალი წლიდან გადადგომაზე განცხადება გააკეთა