მარტინ შულცმა თურქეთის ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის მიზეზად რეჯეპ ტაიპ ერდოღანის რეჟიმი დაასახელა

ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა თურქეთის ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეწყვეტის მიზეზად თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ავტორიტარული რეჟიმი დაასახელა.

„სპუტნიკის“ ინფორმაციით, ბერლინში Europe Calling სახელწოდებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა შულცმა განაცხადა, რომ თურქეთს ვიზალიბერალიზაციისთვის რიგი კრიტერიუმების შესრულება ევალებოდა, მაგრამ არ შეუსრულებია.

„ანტიტერორისტულ კანონში ცვლილება არ მომხდარა. იმის ნაცვლად რომ კანონში ცვლილებები შეეტანათ, ეს კანონი დეპუტატების იმუნიტეტის გასაუქმებლად იქნა გამოყენებული“, – აღნიშნა შულცმა.

თურქეთში ჟურნალისტებისა და დეპუტატების მიმართ რაც ხდება საპარლამენტო დემოკრატიის ყველა ფუნდამენტურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება – აღნიშნა ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა და განაცხადა, რომ „ეს ერდოღანის ავტორიტარული რეჟიმის ერთადერთი მაგალითი არ არის.″

შულცის თქმით, თურქეთში, 2,4 მილიონი ლტოლვილია, მათ დასახმარებლად კი თურქეთთან ერთად მუშაობაა საჭირო.

„თავიდან თურქეთთან ერთად პრობლემის გადაჭრას მხარი დავუჭირე. დღეს არსებული მდგომარეობით, ანკარის მთავრობისთვის ნებისმიერი საფასურის გადახდის წინააღმდეგი ვარ. ვიზა ლიბერალიზაციის პროცესიც ამ მიზეზით შევაჩერე“ – განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშიშოტლანდია ევროკავშირში დამოუკიდებლად გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებას იწყებს
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა საფრანგეთის ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან ერთად N16 დაწესებულებას ესტუმრა