მარტიდან სექტემბრის ჩათვლით, კორონავირუსით გარდაცვლილების 98,95% აუცრელი იყო – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 15 მარტიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ქვეყანაში ​კორონავირუსით 5 469 ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მათ შორის ​98.95% აუცრელი იყო.

“18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში, სრულად ვაქცინაციით განპირობებული სიკვდილიანობისგან დაცვა არის 99.37%, ხოლო 60 წლის და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ეს დაცვა გახლავთ 97.8%. ეს არის საერთო ციფრები იმ ოთხივე ვაქცინაზე, რომელიც ქვეყანაში ადმინისტრირდებოდა”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციისგან დაცვას, გამყრელიძის თქმით, ამ მხრივ ვაქცინის ეფექტურობა 93.4%-ია.

“ასაკობრივად არის ეს დაყოფილი: 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა არის 91.7%, ხოლო 18-59 წლის ასაკში ეფექტურობა დაცვის ჰოსპიტალიზაციისგან არის ვაქცინაციის 95%”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია – მიხეილ სააკაშვილი მიმართ მთავრობის საქციელი შურისძიებაა
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია – პრეზიდენტი პრეზიდენტობით ერთობა, თანამდებობაზე ისვენებს