ხოშტარია – მიხეილ სააკაშვილი მიმართ მთავრობის საქციელი შურისძიებაა

ქვეყანაში არც ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი და არც ერთი პოლიტიკოსი არ უნდა არსებობდეს, რომელსაც აქვს იმუნიტეტი მართლმსაჯულების სისტემისგან, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

„ყველა უნდა წარდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე, მით უმეტეს, ადამიანის უფლებების გათელვის ფაქტები ნამდვილად იყო ცხრა წლის წინ და არის ამ ცხრა წელში. ამიტომ, სასამართლოს წინაშე ყველა უნდა წარდგეს, ოღონდ, ზუსტად ასევე ვიცი ის, რომ დღეს რაც ხდება, არ არის მართლმსაჯულება. ის მუხლი, რაც სამართლებრივად მიხეილ სააკაშვილს აქვს წაყენებული, არის სამართლებრივად სრულიად გაუმართავი. საქციელი, როგორც მის მიმართ მთავრობა იქცევა, არის მხოლოდ შურისძიება. ის მოსამართლეები, რომელიც ამას აკეთებენ, მინიმუმ, მონაწილეები არიან თანამონაწილეები ტრაგედიებისა და დანაშაულებისა, რაც იყო. ამიტომ, ახლა რაც ხდება, ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის პოლიტიკური შურისძიება, რაც ქვეყანას ანგრევს ვის მიმართაც არ უნდა იყოს“, – განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიიმნაძე – აცრილი ადამიანების გარდაცვალების მიზეზი ძირითადად ასაკია
შემდეგი სტატიამარტიდან სექტემბრის ჩათვლით, კორონავირუსით გარდაცვლილების 98,95% აუცრელი იყო – გამყრელიძე