მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქალაქში ჩატარებასთან დაკავშირებით, შსს-მ სპეციალისტებთან კონსულტაციები დაიწყო

მართვის მოწმობის გართულებული პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოქალაქეებს მიმდინარე წელს მოუწევთ, თუმცა კონკრეტული თარიღი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს ტრანსპორტის სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან გადის.

პირველი შეხვედრა დღეს რუსთავში, შსს-ს მომსახურების სააგენტოში გაიმართა.

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის წესები უნდა გამკაცრდეს, თუმცა საკითხს კომპლექსური მუშაობა სჭირდება.

„ჯერ სამუშაო რეჟიმში ვართ, ძალიან ბევრი მოსაზრებაა და ამ მოსაზრებებს გაფილტვრა სჭირდება, რაც შეეხება ცვლილებებს, ამაზე ალბათ მთელი საზოგადოება თანხმდება, რომ ცვლილებები უნდა განხორციელდეს“,- აცხადებს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე.

როგორი იქნება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მოდელი და რა ტერიტორიებს მოიცავს ის, ჯერჯერობით, უცნობია.

banner
წინა სტატიაში“სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გია ცერცვაძე რუსეთს არ გადაეცეს”- სესიაშვილი
შემდეგი სტატიატრამპმა ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან გასვლის განკარგულებას ხელი მოაწერა