ტრამპმა ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან გასვლის განკარგულებას ხელი მოაწერა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, აშშ ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან გადის. ტრამპმა ამის გაკეთების პირობა წინასაარჩევნოდ დადო. ამდაგვარად, ტრამპმა აშშ-ს ვაჭრობის პოლიტიკის შეცვლა დაიწყო.
ადრე ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობა აშშ-სთვის პოტენციურ კატასტროფას წარმოადგენს. მისი აზრით, ამერიკისთვის მეტად სარგებელი იქნება ორმხრივი შეთანხმებები ქვეყნებთან, რომელიც თავის მხრივ, ამერიკას მრეწველობას და სამუშაო ადგილებს დაუბრუნებს. მან დღეს, ასევე, პირობა დადო, რომ აშშ-ში მოქმედ კომპანიებს გადასახადებს შეუმცირებს.

banner
წინა სტატიაშიმართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქალაქში ჩატარებასთან დაკავშირებით, შსს-მ სპეციალისტებთან კონსულტაციები დაიწყო
შემდეგი სტატიაშვედეთში ჯგუფურ გაუპატიურებას Facebook Live-ით გადასცემდნენ