მართვის მოწმობის გამოცდის საფასური იზრდება

მართვის მოწმობის გამოცდის საფასური იზრდება. შესაბამისი კანონპროექტი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.
უწყების განმარტებით, იმის გამო, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება, თითოეული ეტაპის საფასური დამოუკიდებლად დგინდება.

კანონპროექტის ამ რედაქციით მიღების შემთხვევაში, B კატეგორიის მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარება 20 ლარი  ეღირება, პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (სპეციალური მანევრები დახურული საგამოცდო მოედანზე) ეერთჯერადი გასვლის საფასური 40 ლარი იქნება, ხოლო მეორე ეტაპის (რეალური საგზაო მოძრაობა) – 90 ლარი. ჯამში, მართვის მოწმობის გამოცდაზე ერთჯერადად გასვლა 150 ლარი დაჯდება.

ცნობისთვის, ამჟამად B კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება (ავტომატიკა) 98 ლარი ღირს (თეორია 57 ლარი, პრაქტიკა – 41). მექანიკის შემთხვევაში, პრაქტიკული ნაწილი უფასოა და მძღოლობის მსურველს მხოლოდ თეორიის გამოცდის საფასურის გადახდა უწევს.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის მორიგი სამიზნე გოგაშვილია
შემდეგი სტატიაყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა