მარშანია ბოკერიას: შენ ხარ მკვლელი, უნამუსო ბოკერია ხარ შენ (+ვიდეო)

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატი, ადა მარშანია და “ევროპული საქართველოს” დეპუტატი, გიგა ბოკერია სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ადა მარშანიას გაღიზიანება სხდომაზე გიგა ბოკერიას სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელიც “მუხროვანის ამბოხზე” საუბრობდა.

“გული გამისკდა, აღარ შემიძლია, შენ ვინა ხარ, მკვლელი ხარ შენ, უნამუსო ბოკერია ხარ შენ,”-მიმართა ადა მარშანიამ გიგა ბოკერიას.

საპასუხოდ, გიგა ბოკერიამ მარშანიას უთხრა, რომ მათაც უჭირთ ის, რომ “პუტინის ხალხი უზით უკან”.

ადა მარშანიამ “ევროპული საქართველოს” წევრებსა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს მიმართა.

“თქვენ ხართ ლაჩრები და მოღალატეები. თქვენ უღალატეთ ქართველ ერს. თქვენ ხართ უნამუსო ხალხი. სირცხვილია, რომ ამბობთ, რომ ესენი ხალხმა აირჩია,”-თქვა მარშანიამ.

დაპირისპირების შემდეგ მარშანიამ სხდომა დატოვა.

banner
წინა სტატიაშისარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში 40-მა მენტორ-ინსტრუქტორმა გადამზადების კურსი გაიარა
შემდეგი სტატია“როდის დაასრულებს რუსეთი ოკუპაციას?”- კითხვა პუტინს