სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში, საქართველოს, მიუნხენისა და ზემობავარიის სავაჭრო – სამრეწველო პალატების მიერ ორგანიზებული მენტორ -ინსტრუქტორთა ტრენინგი დასრულდა.
ინსტრუქტორებს, რომლებმაც პროფესიული გადამზადების კურსები გაიარეს, “საქართველოს რკინიგზის” საწარმოებში სტუდენტებისათვის როგორც პრაქტიკული კომპონენტის სწავლების, ასევე ინსტრუქტორთა ახალი ნაკადის მომზადების შესაძლებლობა ეძლევათ.
აღსანიშნავია, რომ “საქართველოს რკინიგზა” და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი პერიოდულად სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს ერთობლივად განიხილავენ.
ამ ეტაპზე პრიორიტეტულ საკითხად, კომპანიაში დასაქმებული პირების დუალურ სწავლებაში მენტორ – ინსტრუქტორებად გადამზადება დასახელდა.
პროექტისათვის „საქართველოს რკინიგზამ“ 40 ინსტრუქტორი შეარჩია, რომლებსაც ტრენინგის დასრულების შემდეგსერტიფიკატები გადაეცათ.
ტრენინგების ჩასატარებლად საქართველოში დუალური სწავლების მიმართულებით მდიდარი და წარმატებული გამოცდილების მქონეგერმანიის რკინიგზის (DB) ტრენერები ჩამოვიდნენ.
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის შემდეგომი ეტაპი საკვალიფიკაციოგამოცდების გამჭვირვალედ და კვალიფიციურად ჩატარებაა. კოლეჯში იმედოვნებენ, რომ საქართველოს, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო -სამრეწველო პალატებთან და გერმანიის რკინიგზასთან თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა გერმანიაში არსებული პროფესიულიგანათლების წარმატებული პრაქტიკა საქართველოშიც სრულად იყოსგაზიარებული.