მარშალ გელოვანის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია

მარშალ გელოვანის გამზირზე, სადაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყლის მილი დაზიანდა, ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

დაზიანების გამო, სატრანსპორტო საშუალებები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ცალმხრივად მოძრაობდნენ. შეზღუდვა მოიხსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც და ისინი მგზავრთა გადაყვანას შეუფერხებლად, დადგენილი სქემით შეძლებენ.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული დონეცკის რეგიონში საწვავის საცავი იწვის
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელმა მოხსენებამ საქართველო პოსტმონიტორინგის ეტაპთან დააახლოვა