ოკუპირებული დონეცკის რეგიონში საწვავის საცავი იწვის

ოკუპირებულ დონეცკში საწვავის საცავში ცეცხლი გაჩნდა. სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეცხლი იყო კიროვსკის ოლქში მდებარე დეპოში.

დონეცკის სეპარატისტული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსეი კულემზინმა განაცხადა, რომ “უკრაინული ჭურვების მიერ კიროვსკის ოლქის დაბომბვის შედეგად ნავთობის საცავში დეპო დაზიანდა”.

მისი თქმით, დაზიანებულია ოთხი სატრანსფორმატორო ქვესადგური.

უკრაინის ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშისტეფანჩუკი მადლობას უხდის იმ ქვეყნების პარლამენტების სპიკერებს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებიც უკრაინას მხარდაჭერის გამოსახატად ეწვივნენ
შემდეგი სტატიამარშალ გელოვანის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია