მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება

მარშალ გელოვანის გამზირზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის სამშენებლო სამუშაოების გამო, 26 დეკემბერს, ღამის 01:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება.

როგორც „თაიმერს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მარშალ გელოვანის გამზირზე (დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით) და თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობის ერთი ზოლი.

დედაქალაქის ცენტრისკენ მიმავალი ავტოსატრანსპორტო ნაკადი გადაადგილებას შემოვლითი გზით, ვაშლიჯვრის დასახლების გავლით შეძლებს. თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

banner
წინა სტატიაში“საშინელი ვიდეო” – ვარსკვლავები კევინ სპეისის მიმართვით აღშფოთებულები არიან
შემდეგი სტატია,, მიუღებელია, თბილისის მერისგან იმის თქმა, რასაც დათესავთ, იმას მოიმკითო, როდესაც კითხვას უსვამენ პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმაზე”