მარნეულში ჯართის ჩამბარებელი პუნქტი დააყაჩაღეს და პერსონალი სცემეს

მარნეულის, სოფელ ყიზილაჯლოში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 10-მდე პირი, კომენდანტის საათის დროს, ჯართის ჩამბარებელ პუნქტში შეიჭრა და პერსონალს ფიზიკურად გაუსწორდა.

ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, თავდამსხმელებმა პერსონალს ფული წაართვეს, თანამშრომლები ოთახში ჩაკეტეს და საყარაულო პუნქტს ცეცხლი წაუკიდეს. დაზარალებულები პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

დაზარალებულები ადგილობრივებმა დილით იპოვეს.

მომხდარზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: 179-ე, 187-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინაა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიალევან იოსელიანი – მე და ალეკოს დასამალი არაფერი გვაქვს