ლევან იოსელიანი – მე და ალეკოს დასამალი არაფერი გვაქვს

თუ რამე აქვთ ჩვენზე გამოაქვეყნონ, არც მე და არც ალეკოს არავისგან დასაფარი და დასამალი არაფერი გვაქვს, – ასე ეხმაურება „მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანი ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას, სადაც ალეკო ელისაშვილს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შინაარსის გასაჯაროებით ემუქრება.

იოსელიანის თქმით, პარტია „მოქალაქეებს“ კონკრეტული გეგმა აქვს, თუ როგორ დაეხმაროს ქვეყანას.

„თუ რამე აქვთ ჩვენზე, გამოაქვეყნონ. ყველაზე დიდი კომპრომატი, რაც დღემდე მომიძებნეს ის არის, რომ თურმე მე და კობახიძე ვყოფილვართ კურსელები. ამის იქით თუ რამე აქვთ, მოვუწოდებ, გამოაქვეყნონ. არც მე და არც ალეკოს არავისგან დასაფარი და დასამალი არაფერი გვაქვს. იმიტომ დავდივართ ყველა ეთერში, იმიტომ ვპასუხობთ ყველა შეკითხვას, რომ არაფერს ვმალავთ, გვაქვს კონკრეტული გეგმა და გვინდა ქვეყნას დავეხმაროთ კრიზისი დაძლიოს“, – განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში ჯართის ჩამბარებელი პუნქტი დააყაჩაღეს და პერსონალი სცემეს
შემდეგი სტატიასრული ბოდვა გავრცელდა, თითქოს ჩუმ-ჩუმად ქართულ ოცნებაში დავდიოდი, რაც სრული სისულელეა: ჯაფარიძე