მარნეულში დღეიდან მკაცრი კარანტინი დასრულდა

მარნეულში დღეიდან მკაცრი კარანტინი დასრულდა. მუნიციპალიტეტში გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნა. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, უპრობლემოდ გადაადგილდნენ.

მუნიციპალიტეტის შესასვლელში სპეციალურად მოწყობილი გამშვები პუნქტის დემონტაჟი გუშინ, ღამით განხორციელდა.

მარნეულში მკაცრი კარანტინი 23 მარტს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო გამოცხადდა.

ამასთან, ქვეყანაში კვლავ მოქმედებს კომენდანტის საათი, რომლის დროსაც, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება იკრძალება.

ახალი კორონავირუსის პრევენციის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე არის გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის პრევენციის მიზნით სამი ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან მოიხსნა
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე: „ოცნებას“ და ბოკერიას შორის მოლაპარაკებები ყოველთვის მიდიოდ და სწორედ ამიტომ ჩამოშორდა ის სააკაშვილს