კორონავირუსის პრევენციის მიზნით სამი ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან მოიხსნა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 18, 2020 09:34

კორონავირუსის პრევენციის მიზნით სამი ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან მოიხსნა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით სამი ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან მოიხსნა, თუმცა მიუხედავად ამისა, ძალაში რჩება აკრძალვა ათზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ. კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით სამზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება.

„როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნება დაწესებული შეზღუდვა – სამი ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აქვე განვმარტავთ, რომ სამი ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა ათზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.

ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით სამზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 18, 2020 09:34

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics