მარნეულში ალილოზე შეგროვებული ნობათი სოციალურად დაუცელ ოჯახებს დაურიგდებათ

მარნეულში საშობაო ალილო მიმდინარეობს. მომლოცველებს მსვლელობაში სხვადასხვა კომპანიების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეურთდნენ, რომლებმაც ალილოს მონაწილეებს საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს. ალილოზე მოგროვებული ნობათი სოციალურად დაუცელ ოჯახებს დაურიგდებათ.

7 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღეს საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტარდება ლიტანიობა, შობის დღესასწაულის ღამისთევის საზეიმო წირვაზე სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.

ალილოს მსვლელობა საქართველოს ყველა რეგიონში იმართება.

banner
წინა სტატიაშისაშობაო ალილო თბილისში – მონაწილეები „ვარდების მოედანზე“ იკრიბებიან
შემდეგი სტატიაქუთაისში ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს