ქუთაისში ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს

ქრისტეშობის დღესასწაულს მსვლელობით აღნიშნავენ ქუთაისში. შობის მახარობლები სასულიერო პირებთან ერთად ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებიან, ნობათს აგროვებენ და მოსახლეობას ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომას ულოცავენ.

მსვლელობა ქუთაისის მერიის შენობიდან ზუსტად 12 საათზე დაიწყო და ალილოს მონაწილეები საღამომდე ქალაქის თითქმის ყველა უბანს მოივლიან. შეგროვებული ნობათი მოხუცთა პანსიონატსა და მიუსაფარ ბავშვთა სახლს გადაეცემა.

შობის მახარობლები დალოცა და სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცა ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ. მსვლელობას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდნენ.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში ალილოზე შეგროვებული ნობათი სოციალურად დაუცელ ოჯახებს დაურიგდებათ
შემდეგი სტატიაალილოს მსვლელობას თბილისის მერი შეუერთდება