მარნეულის მერი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დაკავებულია.
აბაზოვი გვიან ღამით პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც, საგამოძიებო უწყებამ მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
მთავარ პროკურატურაში საკითხზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
აბაზოვის დაკავება სავარაუდოდ მარნეულში მომხდარ ფაქტს უკავშირდება. მარნეულში მოქალაქე ე.ა-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

წყარო: პირველი არხი

banner
წინა სტატიაშირუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაკავებულ ორ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ფაქტზე საგარეჯოს საკრებულოს წევრი და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს