რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაკავებულ ორ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 13, 2018 10:03

რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაკავებულ ორ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთაველის გამზირზე, აქციაზე 11 ივნისს დაკავებულ ფარნაოზ ჭკადუასა და გიორგი რუხაიას სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო გიორგი მაჩაიძე, გიორგი ხაბურზანია და დავით ოსიყმაშვილი 1000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ხუთივე მათგანს ბრალად ედება პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

მოსამართლემ ცალკე განიხილა აქციაზე დაკავებული ბესიკ გაზდელიანის საქმე, რომელსაც ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლო პროცესს „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ნიკა მელია, ზაალ უდუმაშვილი და ლევან ხაბეიშვილი ესწრებოდნენ. პროცესზე “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძეც მივიდა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 13, 2018 10:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics