მარნეულის მერი: 49 პირიდან 44-ის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

„ლაბორატორიულად შემოწმდა 49 ადამიანი. 44-ის პასუხი მოვიდა და უარყოფითია. ელოდებიან ხუთი პირის პასუხს. მარნეულში გრძელდება ასევე სკრინინგი, შემოწმდა 13 ათასი ადამიანი, საიდანაც ოთხს ჰქონდა ტემპერატურა. ორი იყო საეჭვო და მიმდინარეობს დაკვირვება. არ არის პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის პრობლემა. საველე ჰოსპიტალთან არ არის რიგები. ბოლო სამი დღეა, არ დაფიქსირებულა კარანტინის სივრციდან გასვლის მცდელობის ფაქტი“, – განაცხადა მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდეს დროებითი გლობალური მთავრობა შექმნან
შემდეგი სტატიარიმა ბერაძემ ჩუღურეთის მარტოხელა, სოციალურად დაუცველ და ხანდაზმულ მოსახლეობას პროდუქტები გადასცა