ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდეს დროებითი გლობალური მთავრობა შექმნან

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, „კოვიდ-19“-ით გამოწვეული სამედიცინო და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, დროებითი გლობალური მთავრობა შექმნან. ამის შესახებ „გარდიანი“ იუწყება.

გორდონ ბრაუნი მიიჩნევს, რომ ამ ჯგუფში უნდა შედიოდნენ მსოფლიო ლიდერები, ჯანდაცვის ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

„ეს არის რაღაც, რასთან გამკლავებასაც მხოლოდ ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს. ამ კრიზისს გლობალური კოორდინირებული პასუხი სჭირდება“, – განაცხადა გორდონ ბრაუნმა.

 

მომზადებულია პირველი არხის მიერ.

banner
წინა სტატიაშიორსულის ქალისა და ნაყოფისთვის გრიპის ვირუსი უფრო დამაზიანებელია, ვიდრე კორონავირუსი
შემდეგი სტატიამარნეულის მერი: 49 პირიდან 44-ის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია