მარნეულის მერი: 11 მარტს იყო დედის წლისთავზე, სადაც კიდევ 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 23, 2020 00:11

მარნეულის მერი: 11 მარტს იყო დედის წლისთავზე, სადაც კიდევ 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალი 11 მარტს მარნეულში დედის წლისთავზე იყო, სადაც დაახლოებით 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ მარნეულის მერი აცხადებს. დარგალი მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევს.

„11 მარტს იყო დედის წლისთავზე, სადაც კიდევ 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ეპიდემიოლოგები მუშაობენ, ეს სია აღდგენილია, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. დღემდე მარნეულში 32 ადამიანი იყო თვითიზოლაციაში, ამ შემთხვევის შემდეგ, რამდენი დაემატება არ ვიცი.

ამ დღეებში ნოვრუზ ბაირამი იყო. ბევრი მოძრაობა იყო მარნეულში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, სისტემატურად ხდება დეზინფექცია. ვარიგებთ საინფორმაციო ფურცლებს და ვთხოვთ მოსახლეობას, რომ დარჩნენ სახლში. თქვენი საშუალებითაც მინდა მოვუწოდო, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ სიტუაციას“, – აცხადებს  ზაურ დარგალი.

ამასთან, დაავადებული ქალის და მარნეულში, „ავერსის“ კლინიკაში მკურნალობს. ის საქართველოში აზერბაიჯანიდან მარტის დასაწყისში ჩამოვიდა. კლინიკას მან გულის უკმარისობით 13 მარტს მიმართა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ვირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები მას ამ დრომდე არ აღენიშნება. ქალს შესაბამისი სინჯები უკვე აუღეს. არის თუ არა 62 წლის ქალის ინფიცირების წყარო ბაქოდან დაბრუნებული მისი და, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

დღეს გახდა ცნობილი, რომ შუახნის ქალი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, მარნეულიდან იყო. პაციენტი ორმხრივი პნევმონიით ოთხი დღის წინ მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

წყარო: პირველი არხი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 23, 2020 00:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,602
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics