ცნობილ საოპერო მომღერალ პლასიდო დომინგოს კორონავირუსი აქვს

ცნობილ საოპერო მომღერალ პლასიდო დომინგოს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ Operawire-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, მომღერალმა თავის დიაგნოზთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„ვგრძნობ, რომ ჩემი მორალური ვალია გაცნობოთ, რომ Covid 19 – კორონავირუსი დამიდგინა. მე და ჩემი ოჯახი თვითიზოლაციაში დავრჩებით მანამ, სანამ ამას მედიკოსები მოითხოვენ. ამჟამად ყველანი კარგად ვართ, მაგრამ მე ცხელება და ხველა მაქვს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ტესტის გაკეთება და შედეგი დადებითი აღმოჩნდა“, – წერს დომინგო.

მანამდე მომღერალმა კრიზის გამო არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩენილების დასახმარებლად 500 000 დოლარი გამოყო.

banner
წინა სტატიაშიმარნეულის მერი: 11 მარტს იყო დედის წლისთავზე, სადაც კიდევ 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში