მარნეულის ერთ-ერთ უბანზე პოლიციაა მობილიზებული

მარნეულის მე-13 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება ქართული ოცნების დეპუტატებსა და ევროპული საქართველოს დეპუტატებს შორის მოხდა. მიზეზი “ევროპული საქართველოს“ ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვით, საარჩევნო უბნიდან გადასატანი ყუთი მთელი დღის განმავლობაში იყო გატანილი და გვიან დააბრუნეს, რასაც გამორიცხავს ქართული ოცნების დეპუტატი.

მოგვიანებით სიტუაცია განიმუხტა, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ კანონმდებლობით, საარჩევნო გადასატანი ყუთი უბანზე 7 საათამდე უნდა იყოს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. იქ ამ დრომდე რჩებიან დეპუტატებიც.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრა დასრულდა. დღეს საქართველოს მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

banner
წინა სტატიაში“გაცილებით მაღალ შედეგს ველი, რადგან ჩვენი მონაცემებით, კახა კალაძე ძალიან დამაჯერებლად იმარჯვებს” – მამუკა მდინარაძე
შემდეგი სტატიადაპირისპირება მარნეულში – ,,საარჩევნო ყუთი მთელი დღეა გატანილია და ის უბანზე დაგვიანებით შეიტანეს”