“გაცილებით მაღალ შედეგს ველი, რადგან ჩვენი მონაცემებით, კახა კალაძე ძალიან დამაჯერებლად იმარჯვებს” – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, კახა კალაძე დამაჯერებლად იმარჯვებს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ის კალაძის გაცილებით მაღალ შედეგს ელოდება.

“გაცილებით მაღალ შედეგს ველი პირადად მე, იმიტომ, რომ ჩვენი მონაცემები ასეთია, რომ კახა კალაძე იმარჯვებს ძალიან დამაჯერებლად. აქედან გამომდინარე, გულწრფელად ვულოცავ თითოეულ თბილისელს, თითოეულ ქართველს ამ დამაჯერებელ გამარჯვებას. თბილისი ნამდვილად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი და ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ეყოლება ძლიერი თვითმმართველობა”, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე რეგიონებში მეორე ტურს არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიამარნეულის ერთ-ერთ უბანზე პოლიციაა მობილიზებული