მარნეულში, 50-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.სიტყვიერი დაპირისპირება გიგა ბოკერიას, სოზარ სუბარსა და თამაზ ნავერიანს შორის მოხდა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საუბნო კომისიის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი ხმაურის გამო უბნიდან გააძევა.
ამის გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდნენ.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ უბნის შედეგების გაუქმებაზე იმიტომ საუბრობს, რომ იცი, არჩევნები წაგებული აქვს.