ნიკა რურუა : ”ემზადებიან ე.წ. კარუსელებისთვის”

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა რურუა დარღვევებზე საუბრობს:

”ემზადებიან ე.წ. კარუსელებისთვის, რაც ასევე ჩვეულებრივი დარღვევაა. ემზადებიან გაბერილი სიებით ადამიანების მოსაყვანად, გაყალბებული პირადობებით, ესეც სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს ყველაფერი დაფიქსირდება. იმედი მაქვს, ”ქართულ ოცნებას” ეყოფა ჭკუა და მთლიან არჩევნებს და მის ლეგიტიმურობას არ გადააყოლებს იმ სიხარბეს, რომელიც მას მოჭარბებული აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების სურვილით. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ეს დარღვევა დაფიქსირდეს თავისუფალი სამყაროს და მსოფლიო თანამეგობრობის მიერ”, – განაცხადა ნიკა რურუამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
შემდეგი სტატიამარნეულის 50-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა