მარინა კალიურანდი: პარტიას, რომელსაც აქვს ძალაუფლება და მათგან ოდნავ მეტს ელოდები

„ცხადია, პირველ რიგში ჩვენ ვუყურებთ მმართველ პარტიას, პარტიას, რომელსაც აქვს ძალაუფლება და მათგან ოდნავ მეტს ელოდები, ვიდრე სხვებისგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ არ უნდა სცეს პატივი და არ უნდა დაიჭიროს ისეთი პოზიცია, რომელიც არ გამოხატავს პატივისცემას იმის მიმართ, რასაც აკეთებს მმართველი პარტია. ასე რომ, ეს უნდა იყოს დაბალანსებული პროცესი. ვალდებულება უნდა იკისროს ორივე მხარემ. დიახ, პირველ ნაბიჯებს ველოდები მმართველი გუნდისგან, მაგრამ დანარჩენები ამას პატივისცემით უნდა მოეკიდონ და შეასრულონ შეთანხმება. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უნდა ავუხსნათ, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს შიდაპოლიტიკური საკითხი. ეს უფრო ფართო საკითხია და ევროკავშირისა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებს ეხება. ეს ეხება საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მომავალს. ეს ეხება საქართველოს ერის მომავალს“, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, მარინა კალიურანდმა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ონლაინკონფერენციაზე განაცხადა.

banner
წინა სტატიაშითბილისის N192 ბაგა-ბაღს ისრაელის საელჩომ საჩუქრები გადასცა
შემდეგი სტატიაევროკავშირის რეგულატორმა “ასტრაზენეკას” გვერდითი ეფექტები დაადასტურა