ევროკავშირის რეგულატორმა “ასტრაზენეკას” გვერდითი ეფექტები დაადასტურა

ევროპის წამლების უსაფრთხოების სააგენტომ დაასკვნა, რომ უცნაური თრომბების წარმოქმნა თრომბოციტების დაბალი მოცემულობით, აუცილებლად უნდა ჩაემატოს ვაქცინა “ასტრა-ზენეკას” გვერდითი ეფექტების ჩამონათვალს – ამის შესახებ ევროკავშირის რეგულატორის პრეს-რელიზშია ნათქვამი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ამავე რეგულატორის ინფორმაციით,” ასტრა-ზენეკას” გამოყენების სარგებელი მის რისკებს აღემატება.

“ევროპის წამლების უსაფრთხოების სააგენტო სამედიცინო მუშაკებს და ხალხს, რომლებიც ვაქცინას მიიღებენ ახსენებს თრომბების წარმოქმნის ძალიან იშვიათ შემთხვევებზე, ვაქცინაციიდან ორ კვირაში”- ნათქვამია ევროკავშირის რეგულატორის განცხადებაში.

გუშინ ევროპის წამლების სააგენტომ განაცხადა, რომ “ასტრა-ზენეკასა” და თრომბების წარმოქმნას შორის კავშირი არ არსებობს – ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც სააგენტოს ვაქცინაციის განყოფილების ხელმძღავნელმა მარკო კავალერიმ იტალიურ Il Messaggero-სთან თქვა: “ჩვენ ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხადია ვაქცინასა და თრომბს შორის კავშირი… მაგრამ ჩვენ ჯერაც არ ვიცით რა განაპირობებს ამ რეაქციას”.

banner
წინა სტატიაშიმარინა კალიურანდი: პარტიას, რომელსაც აქვს ძალაუფლება და მათგან ოდნავ მეტს ელოდები
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი მდინარე ენგურზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს